ხელვაჩაურში შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირი დაკავებულია.
ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

























