რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ზამთრის სამუშაო გრაფიკი ამოქმედდა

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ზამთრის სამუშაო გრაფიკი ამოქმედდა

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ზამთრის სამუშაო გრაფიკი ამოქმედდა.

კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. ცვლილების შესაბამისად, საბაგირო გზა მგზავრებს ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 24:00 საათისა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაო გრაფიკი ძალაში იქნება 2027 წლის 1-ელ ივნისამდე.