სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ჯო უილსონს, ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს. ჩვენი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზის მიმართ თქვენს მხარდაჭერას ღრმად ვაფასებთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რესპუბლიკელ“ კონგრესმენ ჯო უილსონს წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, მოქმედმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა (147 785 ხმა) „დემოკრატი“ ზაიონ ხალიფა (144 945 ხმა) დაამარცხა.