ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს მიესალმება.

„კარგია, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად იქ ევროპელებიც იყვნენ წარმოდგენილები, ასევე, იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ითხოვა. მან ითხოვა, რომ ევროპელებმა მას ამ მოლაპარაკებებში მხარი დაუჭირონ და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, იქნება ეს ომის თუ მშვიდობის პერიოდში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკომისია სანქციებთან და უკრაინის ფინანსურ საჭიროებებთან დაკავშირებით წინადადებას მალე წარადგენს.

„ვამზადებთ წინადადებას იმის შესახებ, თუ როგორ დავფაროთ უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2027 წელს. ჩვენ სანქციების პაკეტისა და ფინანსური საჭიროებების შესახებ წინადადებას ევროპული საბჭოს მომდევნო სამიტამდე წარვადგენთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.