კრემლში ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ასევე, შეხვედრას ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი და ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე კუშნერსა და უიტკოფს განუცხადა, რომ მათი მოსკოვში ვიზიტით მოხარულია.