NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა

NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია NVIDIA ავრცელებს.
კომპანიის განცხადების თანახმად, ჯენსენ ჰუანგმა NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობებს დროებით კოლეტ კრესი შეასრულებს.
“დირექტორთა საბჭომ დღეს გამოაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი დაუყოვნებლივ ტოვებს პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და საბჭოს წევრის თანამდებობებს”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გადადგომა სკანდალს მოჰყვა, რომელიც ჰუანგის პირად ცხოვრებას და ჩინეთის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯენსენ ჰუანგს კავშირი ჰქონდა ელის ჰუანგთან. ამ უკანასკნელს ამერიკული დაზვერვა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

























