თენგო თევზაძე - მე-11 დღეა მტკიცებულება და საფუძველი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს

ჯერჯერობით, დღესაც - სხდომების მე-11 დღესაც კი, არაფერი მტკიცებულება და არც შეკითხვების პასუხიდან გამომდინარე საფუძველი არ არსებობს საიმისოდ, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები ცხადჰყოფს, რომ პარტიების ასაკრძალად კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
„დღევანდელი კითხვები მოსამართლის და ზოგადი კითხვები პარტიასთან დაკავშირებით დასმული იყო კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე. ზოგადი კითხვებითა და ამ კითხვებზე პასუხების გაცემით ცხადია, რომ არ არსებობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძვლები. ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პასუხები გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს მყისიერი საფრთხე, არ არსებობს ამ საფრთხის მიზანი და არ არსებობს მთავარი, რაც არის - კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტთან პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ან მიზნების შესაბამისობა.
ახლაც წარსულის გახსენება - „კასრში რა იდო“, პირობითად ვამბობ, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძველთან არავინ იცის, რა იყო, არც პარტიამ და არც მოსამართლეებმა აქედან გამომდინარე, ეს ისტორიის მიმოხილვა, რომ 2017 წელს ვინმემ ბოიკოტი გამოაცხადა თუ არა არჩევნებში, ეს ვერ იქნება პარტიის აკრძალვის საფუძველი. ჯერჯერობით, დღესაც, მე-11 დღეა, არაფერი მტკიცებულება და არც შეკითხვის პასუხიდან გამომდინარე საფუძველი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს“, - აცხადებს თენგო თევზაძე.

























