ანტონიო კოშტა - მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის - ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია ჩვენი მოქალაქეებისთვის

ევროკავშირი-აზერბაიჯანის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
“კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან.
ეს მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის.
იმის ფონზე, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა ახლა რეალობაა, ევროკავშირი ასევე ინვესტირებას ახდენს, რომ რეგიონის მასშტაბით ხალხმა სარგებელი ნახოს.
ევროკავშირი-აზერბაიჯანის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია ჩვენი მოქალაქეებისთვის,” - წერს კოშტა.

























