საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, დოკუმენტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შუხრათ სადიკოვმა მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე, ერთობლივი კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესიის განვითარებასა და პროფესიული კავშირების გაძლიერებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























