ანონსი 18 ნოემბერი

ანონსი  18 ნოემბერი

18 ნოემბერს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ჭუბერის გზა - გზა გოლგოთად ქცეული" გაიხსნება.

გამოფენის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ვიდეომასალა, რის შემდეგაც გაიმართება დიალოგი მოვლენების უშუალო თვითმხილველებთან.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსი, მე-8 სართული, სააქტო დარბაზი.

საკონტაქტო: დიანა ლიპარტელიანი, 571804080

18 ნოემბერს, 11:45 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაჟა-ფშაველა 45ა, „ტვ ფორმულას“ შენობა, სართული -3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644

18 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება.

18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბაკურიანში გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „გიორგი ტუხაშვილი სასტუმრო „კრისტალის“ უკანონოდ მოწყობილ სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტს ემსხვერპლა. ოჯახს სურს საზოგადოებასა და მედიას მიეწოდოს ფაქტები იმ სასიკვდილო საფრთხეებზე, რაც აღნიშნულ ტრასაზე არსებობს".

მის: აბაშიძის 34 ტერმინალი

საკონტაქტო: ნათია ნიშნიანიძე - 555 520 257