შალვა პაპუაშვილი - რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი იქნებოდა გადამწვარი - როგორც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას, ესენი მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები არიან

შალვა პაპუაშვილი - რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი იქნებოდა გადამწვარი - როგორც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას, ესენი მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები არიან

რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და აქ მყოფი მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, დღესაც ასე იქნებოდა გადამწვარი - როგორც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას, ესენი მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებისთვისაც პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა პოლიტიკის წარმოების საშუალებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 2024 წლის საპროტესტო აქციების თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, აღნუსხული და აღრიცხულია ყველაფერი, რაც სამართალდამცავებმა 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ამოიღეს.

“ადგილი აქვს რეალობის შეცვლის მცდელობას - დავივიწყოთ როგორ ესხმოდნენ პიროტექნიკით თავს პოლიციელებს და როგორ წვავდნენ პოლიციელებსა და პოლიციის მანქანებს?! წვავდნენ პარლამენტს - პარლამენტს ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა იმიტომ, რომ მის გადაწვას ცდილობდნენ. რამდენიმე სამუშაო ოთახი მთლიანად დაიწვა და რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და აქ მყოფი მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, დღეს ასე იქნებოდა გადამწვარი. ეს იყო ის, რასაც 2024 წლის დეკემბერში აპირებდნენ, რათა აქ 90-იანი წლები დაებრუნებინათ.

თვალები და მეხსიერება ყველას გვაქვს. როგორც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას, ესენი მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებისთვისაც პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა პოლიტიკის წარმოების საშუალებაა.

ფაქტი ჯიუტია ყველას გვახსოვს ამოღებული მოლოტოვის კოქტეილები და მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი მასალები. ასე გვახსოვს ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომ დიახ, ისინი ყიდულობენ პიროტექნიკას და ესვრიან პოლიციელებს. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან?!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.