გრიგოლ გეგელია სალომე სამადაშვილის 2022 წლის განცხადებაზე - სად ნახეთ სამხედროთა მობილიზების მიზნით უკრაინაში ფრენის ორგანიზება? - გაუგზავნეთ გორდულაძეს, წარმოადგინოს მტკიცებულებად, რომ გადავაფხრიწოთ თავზე

გრიგოლ გეგელია სალომე სამადაშვილის 2022 წლის განცხადებაზე - სად ნახეთ სამხედროთა მობილიზების მიზნით უკრაინაში ფრენის ორგანიზება? - გაუგზავნეთ გორდულაძეს, წარმოადგინოს მტკიცებულებად, რომ გადავაფხრიწოთ თავზე

ვიდეოში სამედიცინო პერსონალზე არის ლაპარაკი და სამხედრო სად ნახეთ?! აი, ეგ არის “ქოცების” პრობლემა, ერთის ნაცვლად მეორე ელანდება,- ამის შესახებ პარტია “ლელო-საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იგი, ჟურნალისტების კითხვის კომენტირებისას, სალომე სამადაშვილის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიდეოში სამედიცინო პერსონალზე არის საუბარი და სამხედრო სად ნახეთ?! აი ეგ არის “ქოცების” პრობლემა ერთის ნაცვლად მეორე ელანდება. ჩავრთოთ [ვიდეო], სად ნახეთ სამხედროთა მობილიზების მიზნით უკრაინაში ფრენის ორგანიზება?

გაუგზავნეთ არჩილ გორდულაძეს, წარმოადგინოს მტკიცებულებად რომ “გადავაფხრიწოთ” თავზე, აი ეგ არის მტკიცებულება რაიმესი? აი ეგეთი ბოდვაა ეს ბრალდება მთლიანად, ამ წამს ვიდეო ჩართეთ და მსგავსი არაფერია ნათქვამი. ამ წამს ცოცხლად ვდგავართ აქ და მეუბნებით რომ ნათქვამია, სირცხვილია. მომაწოდეთ ვიდეო წამი, სადაც ამბობს, მე გეუბნებით კიდევ ერთხელ მსგავსი „ლელოს“ ლიდერეს არასდროს არ უთქვამს, თქვენ ეს დამიდასტურეთ დიდი მადლობა ამისთვის“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.