ვოლოდიმირ ზელენსკი - 19 ნოემბერს „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი - 19 ნოემბერს „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

19 ნოემბერს „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაზე, უკრაინის წარმომადგენლებს დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი კოალიცია ეფექტური იყოს. ვამზადებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს უკრაინისთვის, პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებისთვის. შეხვედრას ველით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ასევე, ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებში ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპასა და უკრაინას მკაფიო საერთო პოზიცია აქვთ.

„საკითხები, რომლებიც უკრაინას ეხება, უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, ხოლო ევროპასთან დაკავშირებული საკითხები ევროპის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს. ეს ერთადერთი მიდგომაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.