ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, სულხან თამაზაშვილი და კახა კალაძე მივიდნენ

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მივიდნენ.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

























