რატი იონათამიშვილი - ჩვენ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც რუსეთთან ერთად, „ნაცებს“ ვებრძოდით და ორივე ერთად დავამარცხეთ

რატი იონათამიშვილი - ჩვენ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც რუსეთთან ერთად, „ნაცებს“ ვებრძოდით და ორივე ერთად დავამარცხეთ

ეს არ არის ახსნა, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ისინი საქართველოს მტრობდნენ , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებულ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნულ რეზოლუციას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში იყენებდა.

„ეს არ არის ახსნა, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ისინი საქართველოს მტრობდნენ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ რეზოლუციას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა როგორც სტრასბურგის, ასევე, ჰააგის სასამართლოებში და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც ჩვენ რუსეთთან ერთად, „ნაცებს“ ვებრძოდით და ორივე ერთად დავამარცხეთ ყოველ ჯერზე ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში. სამწუხაროდ, ეს ადამიანები მტრობდნენ და მტრობენ ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ისინი რუსეთის მოკავშირეებად იდგნენ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერის დროსაც, ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებენ თავს, ვინაიდან ამ ტვირთს „ნაცები“ ვერასოდეს გაექცევიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.