„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

„კარფურის“ ჰიპერმარკეტების, სუპერმარკეტებისა და სითი ფორმატების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, წინასაახალწლო სამზადისს განსაკუთრებული სიახლით იწყებს. 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „თბილისი მოლის“ -2 სართულზე, „კარფურის“ სივრცეში მოწყობილ ყველაზე დიდ „საახალწლო სოფელში“ მომხმარებლებს დაუვიწყარი სადღესასწაულო გარემო ელოდებათ.

„საახალწლო სოფელი“ მომხმარებლებს პროდუქციის მრავალფეროვანი და დიდი ასორტიმენტით ხვდება. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ახალი წლის შესახვედრად არის საჭირო – ნაძვის ხეები, საახალწლო სათამაშოები, განათებები, სადღესასწაულო დეკორაციები, თემატური აქსესუარები და საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ სასურველი ნივთების შეძენას მომხმარებლები „კარფურის“ სხვა ფილიალებშიც შეძლებენ.

გამორჩეულ და მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, „კარფური“ მომხმარებლებს საუკეთესო ფასებს სთავაზობს, რაც წინასაახალწლო სამზადისს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ხელმისაწვდომს ხდის. ადგილზე წარმოდგენილი ასორტიმენტი კი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა სწრაფად და კომფორტულად შეარჩიონ სადღესასწაულო საჩუქრები და დეკორაციები მთელი ოჯახისთვის.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ მარტივი შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს – ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

ეწვიეთ ყველაზე დიდ „საახალწლო სოფელს“ „თბილისი მოლის“ „კარფურში“ 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა და ისარგებლეთ საუკეთესო ფასებით.

(R)