ირაკლი ლექვინაძე - ფასები 13 000-მდე სამედიცინო სერვისზე გვაქვს დათვლილი, მხოლოდ 400-მდე მომსახურება ვნახეთ ისეთი, სადაც გაზრდილია, 100%-ზე მეტით გაზრდილია 250-მდე მომსახურებაზე

ფასები დათვლილი გვაქვს დაახლოებით, 13 000-მდე სამედიცინო სერვისზე, აქედან ფასები არ გაზრდილა, ან არ შემცირდა 92%-ზე - მხოლოდ 400-მდე მომსახურება ვნახეთ ისეთი, სადაც ფასები არის გაზრდილი. ამასთან, 100%-ზე მეტით არის გაზრდილი დაახლოებით, 250-მდე მომსახურების ფასები , - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოს ჯამში 170-ზე მეტი სამედიცინო ობიექტის მონაცემები აქვს მიღებული და დარღვევები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
მისივე განვხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა წარმოადგინონ დასაბუთებული არგუმენტაცია, რით არის გარკვეულ მიმართულებებზე ფასების ზრდა განპირობებული.
"სამედიცინო სერვისების ფასების ზრდასთან დაკავშირებით ბაზრის მონიტორინგს ერთი წელია ვაკეთებთ. შესწავლილია ბოლო სამი წელი, 2026 წლის ცხრა თვის მონაცემების განახლება მიმდინარეობს ახლა. 2025 წლის მონაცემებით, ჩვენ დათვლილი გვაქვს ფასები დაახლოებით, 13 000-მდე სამედიცინო სერვისზე. აქედან ფასები არ გაზრდილა, ან არ შემცირდა თითქმის უდიდეს ნაწილზე, 92%-ზე. მხოლოდ 400-მდე მომსახურება ვნახეთ ისეთი, სადაც ფასები არის გაზრდილი. ფასები 100%-ზე მეტით გაზრდილია სადღაც 250-მდე მომსახურების. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტული სერვისების ხარჯთაღრიცხვის პროცესზე, რომ უფრო დეტალურად დავინახოთ რით არის აღნიშნული პროცესი გამოწვეული. ჯამში 170-ზე მეტი სამედიცინო ობიექტის მონაცემები გვაქვს მიღებული. დარღვევებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა წარმოადგინონ დასაბუთებული არგუმენტაცია, თუ რისგან არის გარკვეულ მიმართულებებზე ფასების ზრდა გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს გარკვეული საოპერაციო პროცესების გაძვირებით, ხელფასებით, სხვადასხვა გადაწყვეტილებებით, ამიტომ ბუნებრივია ველოდებით მათგან ინფორმაციას", - განაცხადა ლექვინაძემ.

























