დავით მათიკაშვილი - ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონკრეტულ ტრაგედიას, რადიკალები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და დღესაც ვხედავთ როგორ ხდება ტრაგედიით მანიპულირება და მცდელობა საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგისთვის

ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც კონკრეტულ ტრაგედიას, ადამიანების უბედურებას რადიკალები, აგენტურა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოხმაურებები შეაფასა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს მომხდარი უბედური შემთხვევით მანიპულირებას და საზოგადოების აღელვებას.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც კონკრეტულ ტრაგედიას, ადამიანების უბედურებას რადიკალები, აგენტურა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და დღესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას, ტრაგედიას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ასევე, როგორ ხდება ამ ტრაგედიით მანიპულირება და მცდელობა საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგისთვის, შავი მიზნებისთვის გამოიყენოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის გასამართლების პროცესიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, საზოგადოებისთვის არახალია ეს ძალიან მძიმე, მდარე და დეგრადირებული მოცემულობა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის.
პრაქტიკულად განულებულია აგენტურის რეიტინგი საქართველოში, საზოგადოება მხარს არ უჭერს და მრავალი მაგალითით დასტურდება ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებს რადიკალური ოპოზიცია, ასეთ ტრაგედიებსაც კი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის სრულიად საზოგადოებას, რომ აქ არ შეიძლება პოლიტიკური ლანდშაფტის მორგება. თუმცა, ისინი ცდილობენ საზოგადოება ააღელვონ ასეთი ფაქტებით. მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არ იქნება იმის საფუძველი, რომ საზოგადოებამ პოლიტიკური აქტიურობა ოპოზიციის მხარდასაჭერად გაიღოს იმ ტრაგედიის გათვალისწინებით, რაც მოხდა საქართველოში”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

























