აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა პირველი სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართეს.
ლიდერებმა ბირთვული განიარაღებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებები საათ ნახევარს გაგრძელდა.
მანამდე, აშშ-სა და რუსეთისა და აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

























