ევროპელი ლიდერები ბერლინში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება

ევროპელი ლიდერები ბერლინში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება

ევროპელი ლიდერები ბერლინში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეხვედრის დაწყების წინ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიესალმა.

ასევე, ბერლინში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, რომლებიც ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ლიდერები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, ფინანსური მხარდაჭერის, ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.