თეიმურაზ მღებრიშვილი - ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო, სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება

ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.
„ძალიან ჩახერგილია და ჩამოშლილია მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა, გამოწვევად რჩება ხელახალი ნგრევის საფრთხე.
შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით სიტუაციას, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ არ გამოდის.
ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება. 6 ადამიანის მოძებნის სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს"- აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

























