ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა ოფიციალური ფოტო გადაიღეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შეხვედრაში 40-მდე პარტნიორი მონაწილეობს.

ასევე, შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დაესწრებიან.

ზელენსკის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ლიდერები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, ფინანსური მხარდაჭერის, ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.