ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოიყვანეს.

ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ახლა მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 პირს ეძებენ.

მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.