აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა  ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა  ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩეველს, გიუნტერ ზაუტერსს შეხვდნენ.

„ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩინეთში დონალდ ტრამპის მიერ გამართული მოლაპარაკებებისა და უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის მისაღწევად გაწეული ბოლოდროინდელი ძალისხმევის შესახებ“, - წერს კუშნერი X-ზე.

კუშნერის თქმით, აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადების მიზნით უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.