Politico - დონალდ ტრამპი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მიმდინარეობისას ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მიმდინარეობისას ევროპელ ლიდერებს ესაუბრა, - ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ბერლინში მიმდინარე შეხვედრას Air Force One-ის ბორტიდან სატელეფონო ზარით ჩაერთო.
წყაროების თქმით, ტრამპმა ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გამო გააკრიტიკა.
ასევე, წყაროების ცნობით, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ტრამპმა მის სიძესა და სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს დაურეკა, რომელიც ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ესწრება. გამოცემის წყაროების თქმით, ტრამპმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ ქალაქ შენჭენში, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრამ დადებითად ჩაიარა.

























