ენტონი ალბანეზე - პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ მივმართავ: შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე

ენტონი ალბანეზე - პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ მივმართავ: შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე

ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

ავსტრალიის პრემიერმა განაცხადა, რომ გლობალური ვაჭრობის შეფერხების ორ უმთავრეს მიზეზს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები წარმოადგენს და ყველაფერი უნდა გააკეთოთ მათ დასასრულებლად.

“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გავლენას ახდენს გლობალურ ინფლაციაზე და ჩვენს ეკონომიკებში ცხოვრების ხარჯების ზრდას იწვევს. პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ მივმართავ: შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე!” - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა მთელი მსოფლიოს ინტერესების შესაბამის, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.