ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭი რეანიმაციის დეპარტამენტში იმყოფება, 3 წლის გოგონა კი პედიატრიის განყოფილებაში.

მისივე თქმით, დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება.

„კლინიკაში იმყოფება 2 პაციენტი. ერთი გახლავთ 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტში გადის მკურნალობას, ხოლო 3 წლის და 9 თვის გოგონა იმყოფება პედიატრიის განყოფილებაში. დილის მონაცემებით, მათო მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მიმდინარეობს დინამიკური კვლევები როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული. დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება. რაც შეეხება გაწერას - ბუნებრივია, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია,“ - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.