თორნიკე ჭეიშვილი - როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს

თორნიკე ჭეიშვილი - როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს

როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი გულისხმობს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ხელოვნური საბაბით ძალადობრივი მოქმედებების დაწყება დაუშვებელია.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ხელისუფლების მიტაცება.

"როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს. რატომ? -ხელისუფლების ხალხისგან წარმომავლობის პრინციპი, რაც სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპია, გულისხმობს იმას, რომ როდესაც ხალხმა არჩევანი გააკეთა და ლეგიტიმაცია კონკრეტულ ძალას გადასცა, უსაფუძვლო, ხელოვნური საბაბით დაუშვებელია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებების დაწყება.

საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიტაცება დაუშვებელია. ეს რეალურად სწორედ ამ ხასიათს იძენს, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნური საბაბით ძალადობრივად ილაშქრებენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და ცდილობენ მათ დამხობას.

საქმე გვაქვს შესაბამისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების, ბლოკირებისა და სხვადასხვა ტიპის ქმედებების მცდელობასთან, რომელთა არაერთი მაგალითიც ჩვენმა საზოგადოებამ შესაბამის წლებში იხილა და რომლებიც აქ უკვე ჩამოთვლილი იყო.” – განაცხადა ჭეიშვილმა.