ინდონეზიაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შაბათ-კვირას საკონდიტრო ფაბრიკაში გაჩნენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მაშველები დაახლოებით 30 დაკარგული ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
ხელისუფლება იძიებს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, რომელიც ბანტენის პროვინციაში, ქალაქ ჩიკანდეში მდებარე საკონდიტრო ფაბრიკა „PT Fonusa Agung Mulia“-ს ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერის მოკლე ჩართვამ გამოიწვია

























