ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაძირეს და რუსულ სატვირთო გემს დაარტყეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საზღვაო ძალების დრონებმა ლიბიის ბენღაზის პორტთან ახლოს რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს, რომლის ბორტზეც Ka-27 ტიპის ვერტმფრენი იმყოფებოდა, და ასევე დაარტყეს სატვირთო გემ MV ANGARA-ს, რომელსაც რუსულ იარაღი გადაჰქონდა.
„ეს ყველაფერი ლიბიის სანაპიროსთან მოხდა. ჩვენმა მეომრებმა უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. მიუხედავად მტრის ყველა მცდელობისა, მოეგერიებინა თავდასხმა, რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. ეს მათი ერთ-ერთი უახლესი ხომალდია, რომელიც ექსპლუატაციაში 2023 წელს, სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში შევიდა. კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი Ka-27-იც. ჩვენი მეორე სამიზნე იყო რუსული სატვირთო გემი ANGARA, რომელსაც მტერი იარაღის გადასაზიდად იყენებდა. შედეგი: სამიზნეზე დარტყმა განხორციელდა. ვაგრძელებთ ოპერაციებს წინასწარ განსაზღვრულ საზღვაო აკვატორიებში. რუსეთის აგრესიას პასუხს ვცემთ. ვავითარებთ უკრაინულ შეიარაღებას. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი.

























