თორნიკე რაზმაძე - ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი - ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს

სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში შეტევა მიმდინარეობს.
მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა და აღნიშნა, რომ მის მიმართ შეტევამ დანაშაულის ფორმა მიიღო.
„ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს”, - წერს თორნიკე რაზმაძე.

























