ევროკომისიის პრესსპიკერი - ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული

ევროკომისიის პრესსპიკერი - ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული, - ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა პაულა პინიომ განაცხადა.

„ვიცით ამ მოწვევის შესახებ, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული და მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.

ასევე, მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა შესაძლოა მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც უკრაინაში ცეცხლი შეწყდება.

„ეს განხილვები შესაბამის ფორმატში უნდა შედგეს, ანუ ნატო-ს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული მონაწილეობით. ასე რომ, ჩვენს პოზიციას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპელებს, დიპლომატიური არხებით, მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა.