აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი - აშშ-მა ირანის საბანკო ქსელებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი - აშშ-მა ირანის საბანკო ქსელებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის საბანკო ქსელებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები ვალუტის გადამცვლელ კომპანიებსა და იმ ფიქციურ კომპანიებს დაუწესდა, რომლებიც ირანის საგარეო ვაჭრობაში არიან ჩართული.

უწყების ცნობით, სანქციები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კომპანიებს შეეხო.

„ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, მისი ლიდერები კი პანიკაში არიან. ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა გაკოტრებული რეჟიმის უკანასკნელი სასიცოცხლო საშუალებაა. ხაზინის დეპარტამენტი გააგრძელებს ამ უკანონო ქსელების მოშლას იქამდე, ვიდრე გველს თავს არ მოვკვეთთ“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.