The Kyiv Independent - ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა

The Kyiv Independent - ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა, - ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის ფონზე ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია რუსეთის ჩანაცვლებით გადაწყვიტა.

„ახლა ქარხანა ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს, რის გამოც ევროკომისიამ წინადადება წამოაყენა, რომ წევრმა ქვეყნებმა ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ“, - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 23 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო, რომელშიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა ქარხნის წინააღმდეგ სატრანზაქციო აკრძალვა მიიღო და მისი ამოქმედების ვადა 6 თვით განსაზღვრა.