ხვალ, პარლამენტში სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.
სუს-ის ანგარიშს ჯერ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში მოისმენენ, ხოლო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
სუს-ის დოკუმენტი პარლამენტში აპრილში შევიდა, თუმცა სხვა უწყებების საქმიანობის ანგარიშებისგან განსხვავებით ის საგაზაფხულო სესიაზე არ განიხილეს და განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადადეს.

























