გიორგი სიორიძე - კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოვლინდა „ქართული ოცნების” არგუმენტაციის უსუსურობა - მათ არ აქვთ ფაქტები, ყველაფერი არის დაფუძნებული ან ტყუილზე, ან ცრუ ინტერპრეტაციებზე

გიორგი სიორიძე - კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოვლინდა „ქართული ოცნების” არგუმენტაციის უსუსურობა - მათ არ აქვთ ფაქტები, ყველაფერი არის დაფუძნებული ან ტყუილზე, ან ცრუ ინტერპრეტაციებზე

ჩვენი კითხვები როდესაც იქნება, აუცილებლად მოუწევთ, ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, რომ ან უნდა უპასუხონ ან კიდევ უფრო მეტად გაბითურდნენ, შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი,- ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას” ოპოზიციის კითხვებზე პასუხები არ აქვს.

„კითხვა - პასუხის ეტაპზე გამოვლინდა კიდევ ერთი, „ქართული ოცნების” არგუმენტაციის უსუსურობა. მათ არ აქვთ ფაქტები, ყველაფერი არის დაფუძნებული ან ტყუილზე, ან ცრუ ინტერპრეტაციებზე, რაც იძულებით მდგომარეობაში აყენებს „ქართულ ოცნებას“, ან აირიდოს პასუხები ან არ გასცეს სათანადო ფორმით და სასამართლო სამწუხაროდ, აძლევს ამის შესაძლებლობა.

ჩვენი კითხვები როდესაც იქნება, აუცილებლად მოუწევთ ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, რომ ან უნდა უპასუხონ ან კიდევ უფრო მეტად გაბითურდნენ, შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.