პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცნობს.

სესიის დაწყებამდე 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მონაცემები. შესაბამისად, 2026 წლის ნომინალურმა მშპ-მ 120 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 1,3%-დან 1.2%-მდე შემცირდა, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს თან მიმართებაში 30.0%-მდე შემცირდა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის, 10.0 მლნ ლარით შემცირდა „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა. აღნიშნული ცვლილება პარლამენტის დადგენილების საფუძველზე განხორციელდა.

ასევე შემცირდა იუსტიციის სამინისტროს ასიგნებების მოცულობა. აღნიშნული თანხა დაახლოებით 4 მილიონ 700 ათასი ლარია.