„მოარგე სახლი ჩანაფიქრებს“ – როგორ შეიქმნა „მეტროპოლის“ შავი პარასკევის კამპანია

შავი პარასკევი ის პერიოდია, როდესაც ბრენდები მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს აცნობენ, ადამიანები კი სასურველი ნივთების შეძენას გეგმავენ. ამ დროს ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება ტექნიკა, ავეჯი და ყველაფერი, რითაც საკუთარ საცხოვრებელ გარემოს ვაწყობთ.
თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც ნივთები, რომელთა შეძენაც გვინდა, ჩვენს სახლში უბრალოდ აღარ ეტევა?
სწორედ ამ კითხვიდან დაიწყო დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ შავი პარასკევის კამპანიის კრეატიულ იდეაზე მუშაობა.
ბიზნესგამოწვევიდან სამომხმარებლო დაკვირვებამდე
სამიზნე აუდიტორია ის ადამიანები და ოჯახები იყვნენ, რომელთა საჭიროებებს არსებული საცხოვრებელი სივრცე ვეღარ პასუხობს. მთავარი გამოწვევა მხოლოდ ფასდაკლების კომუნიკაცია კი არა, მეტი სივრცის საჭიროების რეალური, ყოველდღიური მაგალითებით წარმოჩენა იყო.
ახალი საცხოვრებლის ძიება ხშირად კონკრეტული მოთხოვნებით იწყება – ახალაშენებული ბინები თბილისში, მშენებარე ბინები განვადებით. თუმცა ამ არჩევანის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი საჭიროება დგას: სახლი, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესსა და გეგმებს შეესაბამება.
სწორედ აქედან გაჩნდა მთავარი დაკვირვება: როდესაც სასურველი ნივთი სახლში არ ეტევა, ხშირად მის უფრო პატარა ალტერნატივას ვირჩევთ. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ საცხოვრებელი სივრცე ჩვენს სურვილებს მოვარგოთ, თავად სურვილებს ვზღუდავთ.
ამ დაკვირვებამ კამპანიის მთავარი კითხვა წარმოშვა: რატომ ვცდილობთ მუდმივად სურვილების არსებულ სივრცეზე მორგებას, როცა შესაძლებელია, თავად სივრცე მოვარგოთ ჩვენს ჩანაფიქრებს?
სწორედ ასე ჩამოყალიბდა კამპანიის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯი:
„მოარგე სახლი ჩანაფიქრებს“
როგორ გადაიქცა იდეა ვიზუალურ კონცეფციად
თავდაპირველად ვხედავთ შეზღუდულ სივრცეს, შემდეგ კი იმავე ნივთს ფართო და კომფორტულ გარემოში. ამით ნათლად ჩანს კამპანიის მთავარი იდეა – პრობლემა ნივთის ზომაში კი არა, სივრცის სიმცირეშია.
კამპანიის იდეა მოკლე სარეკლამო ვიდეოებშიც განვითარდა.
მაყურებელი ადამიანის თვალით ხედავს, როგორ ცდილობს ავეჯის ვიწრო სივრცეში მოთავსებას, შემდეგ ოთახი ფართოვდება, ინტერიერი „მეტროპოლის“ ბრენდულ ფერებში გარდაიქმნება და იგივე ნივთი უკვე თავისუფლად თავსდება.
ეს ვიზუალური კონტრასტი კამპანიის მთავარ სათქმელს გამოხატავს – იცვლება არა ნივთი, არამედ სივრცე.

იგივე პრინციპი შენარჩუნებულია სტატიკურ ვიზუალებსა და სხვა სარეკლამო მასალებშიც.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს შავ პარასკევთან?
ტრადიციულად, ამ პერიოდში მომხმარებლები განსაკუთრებულ ფასად ეძებენ ნივთებს საკუთარი სახლისთვის. „მეტროპოლმა“ კი გადაწყვიტა, ყურადღება თავად სახლზე გადაეტანა – იმ სივრცეზე, სადაც ეს ნივთები უნდა მოთავსდეს და სადაც ყოველდღიური ცხოვრება მიმდინარეობს.
ამგვარად, შავი პარასკევი კამპანიაში მხოლოდ ფასდაკლების გამოცხადების მიზეზი არ არის. ის მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, დაფიქრდეს უფრო დიდ საცხოვრებელ სივრცეზე, რომლის საჭიროებაც შესაძლოა უკვე დიდი ხანია აქვს.
კამპანიის ფარგლებში „მეტროპოლმა“ მომხმარებლებს შერჩეულ უძრავ ქონებაზე 25%-მდე ფასდაკლება შესთავაზა, რითაც საცხოვრებელი სივრცის შეცვლის იდეა კონკრეტულ კომერციულ შესაძლებლობას დაუკავშირა.
„მოარგე სახლი ჩანაფიქრებს“
კამპანიის მთავარი იდეაა, რომ სახლი ჩვენს საჭიროებებს, სურვილებსა და გეგმებს უნდა ერგებოდეს.
„მეტროპოლის“ მიზანი იყო, ყოველდღიური პრობლემის მაგალითზე ეჩვენებინა მეტი სივრცის მნიშვნელობა და მომხმარებლისთვის საცხოვრებლის შეცვლის შესაძლებლობა ახალი კუთხით წარმოეჩინა.
ზოგჯერ იმისთვის, რომ სასურველ ნივთზე ან ჩანაფიქრზე უარის თქმა არ მოგვიწიოს, საკმარისია, თავად სივრცე შეიცვალოს.
„მეტროპოლი“ – მოარგე სახლი ჩანაფიქრებს.
(R)

























