გურამ მაჭარაშვილი - ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატიას საქართველო მიზანში ჰყავს ამოღებული

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატიას საქართველო მიზანში ჰყავს ამოღებული - ახლა უკვე ევროკავშირს აქვს პოზიცია, რომ ქარხანა სავარაუდო სასანქციო სიიდან ამოიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქარხანა თავიდანვე არაფერ შუაში იყო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც, მისივე თქმით, ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს ვხედავთ.
„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატიას საქართველო მიზანში ჰყავს ამოღებული. ახლა უკვე ევროკავშირს აქვს ის პოზიცია, რომ სავარაუდო სასანქციო სიიდანაც კი ამოიღოს ეს ქარხანა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის დროზეც იყო არასწორი გადაწყვეტილება, როდესაც თუნდაც გაფრთხილება გაუგზავნეს ამ ქარხანას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პროცესებს არ გამოასწორებდა, სასანქციო სიაში შეიყვანდნენ. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ [ევრობიუროკრატიას] საქართველო, მისი უწყებები, მათ შორის, ბიზნესი, რომელიც სწორად პოზიციონირებს, ამოღებული ჰყავს მიზანში და არის ორმაგი სტანდარტები. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ქარხანა თავიდანვე არაფერ შუაში იყო, როდესაც თუნდაც გაფრთხილება გაუგზავნეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხვდებოდა სავარაუდო სასანქციო სიაში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.

























