პეტერ მადიარი ზაკარპატიის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

პეტერ მადიარი ზაკარპატიის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

პეტერ მადიარი ზაკარპატიის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს ზაკარპატიეში მივემგზავრები, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გავმართავ და უნგრული თემის ლიდერებს შევხვდები“, - წერს პეტერ მადიარი.

მადიარი ზაკარპატიეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან ერთად ეწვევა.

პეტერ მადიარის ცნობით, ეს 2015 წლის შემდეგ უკრაინაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია.