„ვისოლმა“ „ვიგოს“ 45-ე ავტოგასამართი სადგური რუსთავში გახსნა

ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ახალ, ქსელის რიგით 45-ე ობიექტს ხსნის. „ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და ევროპული ხარისხის საწვავს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს უკვე 45 ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს საქართველოს ყველა კუთხეში.

„ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მზარდი დინამიკის პირობებში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის საწვავი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. „ვიგოს“ განვითარება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „ვისოლის“ 26-წლიანი ისტორია და ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას ოპერირების უფრო მოქნილი მოდელით, შემცირებული საოპერაციო ხარჯებით, შევთავაზოთ მომხმარებლებს ხარისხიანი საწვავი ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ ამ მიდგომით ვავითარებთ „ვიგოს“ ქსელს რეგიონებში და ვცდილობთ, ევროპული ხარისხის საწვავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მომხმარებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - აცხადებს „ვისოლის“ მარკეტინგის დირექტორი ჯაბა ბოკუჩავა.
„ვიგოს“ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით საწვავის გაყიდვების წახალისებისა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნის მიზნით, ქსელში პერიოდულად მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები და საბანკო ლოიალობის აქციები, რაც რუსთავის ახალი სადგურის მომხმარებლებსაც აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით.
„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ძირითადად ქვეყნის რეგიონებში ავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენერჯის) სთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ევროპული ხარისხით, ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალით, მომსახურების მაღალი ხარისხით უკვე ძლიერ კონკურენციას უწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონალურ სადგურებს.
(R)

























