ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ფინეთის ყურეში რუსულ სატვირთო გემზე დარტყმა უკრაინამ განახორციელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ფინეთის ყურეში რუსულ სატვირთო გემზე დარტყმა უკრაინამ განახორციელა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-ს განუცხადა, რომ რუსული სატვირთო გემი „სპარტა II“ უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა.
მისი თქმით, რუსულ გემს იარაღი გადაჰქონდა.
„რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა გემი, რომელსაც იარაღი ან ნებისმიერი სახის სანქცირებული ტვირთი გადააქვს, ჩვენი ლეგიტიმური სამიზნეა როგორც რუსეთის ტერიტორიულ, ისე ნეიტრალურ წყლებში“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, რუსულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ს ცეცხლი გაუჩნდა და ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა.

























