გიორგი კახიანი - საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს ჩვენ სარჩელით იმის დადასტურება გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომი დაიწყო - ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რომლითაც ფაქტობრივად თქვეს, რომ საქართველომ ომი დაიწყო

გიორგი კახიანი - საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს ჩვენ სარჩელით იმის დადასტურება გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომი დაიწყო - ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რომლითაც ფაქტობრივად თქვეს, რომ საქართველომ ომი დაიწყო

ისინი საზოგადოებას ატყუებენ, ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ თითქოს ჩვენ სარჩელით იმის დადასტურება გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომი დაიწყო. სარჩელში ეს საკითხი საერთოდ არ დგას, ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რომლითაც ფაქტობრივად თქვეს, რომ საქართველომ ომი დაიწყო. ისინი ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს გვერდი აუარონ და ისეთ თემებზე ისაუბრონ, რასაც ჩვენ სადავოდ არ ვხდით. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამას მტკიცება არ სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სადავო თემა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ომის დაწყება არ ყოფილა და ეს თავიდანვე განიმარტა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ საკითხებზე გვერდის ავლას ცდილობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კითხვები დაისვა იმისთვის, რომ კითხვების დასმა ერქვას. რეალურად, მათ წინა სხდომაზე უკვე ეტყობოდათ, რომ კითხვები ამოწურული ჰქონდათ და ამ სხდომაზეც ეს გამოჩნდა. თავიდან იყო მათი მცდელობა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე ესაუბრათ და აქაც ისეთი პოზიციები დააფიქსირეს, რომ მართლა წარმოუდგენელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს იყო თუ არა შავაძე ან თეთრაძე ნაწამები, ასეთი კითხვების გაჩენა მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს.

ასევე კითხვები დასვეს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და აქაც ერთი რამ გამოჩნდა, რომ ისინი ცდილობენ იმ ბრალდებების გვერდის აცილებას, რომელსაც ჩვენ კონსტიტუციურ სარჩელში ვუყენებთ. ჩვენ მათ 1633-ე რეზოლუციისთვის მხარის დაჭერას ვედავებით, ფაქტობრივად ქვეყანას დააბრალეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თითქოს კასეტური ბომბები იყო გამოყენებული, ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს და ასეთი ბრალდებების მთელი კასკადია, რომელიც ამ რეზოლუციაზე მხარდაჭერით მართლაც აღიარეს. ისინი ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს გვერდი აუარონ და ისეთ თემებზე ისაუბრონ, რასაც ჩვენ სადავოდ არ ვხდით. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია ამას მტკიცება არ სჭირდება, მათ პასუხი იმაზე უნდა აგონ რაც ჩაიდინეს, ამ რეზოლუციაზე მხარდაჭერით მათ ქვეყნის ინტერესი დააზიანეს.

ისინი საზოგადოებას ატყუებენ, ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ თითქოს ჩვენ სარჩელით იმის დადასტურება გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომი დაიწყო. სარჩელში ეს საკითხი საერთოდ არ დგას, ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რომლითაც ფაქტობრივად თქვეს, რომ საქართველომ ომი დაიწყო. შინაარსი რეზოლუციის მეხუთე პუნქტის, რასაც მათ მხარი დაუჭირეს გულისხმობს იმას, რომ საქართველომ ომი დაიწყო, თითქოს გამოყენებული იყო კასეტური ბომბები და საქართველოში რუსეთის შემოჭრა რუსეთის მხრიდან თავდასხმა და აგრესია კი არ იყო, არამედ იყო საპასუხო რეაქცია 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვაზე, მათ ამას მხარი დაუჭირეს და ამას ვედავებით თუ ამ რეზოლუციას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ, როდესაც საქმე სტრასბურგში და ჰააგის სასამართლოში განიხილებოდა. კონსტიტუციურ სარჩელში საკითხი იმდაგვარად საერთოდ არ დგას, თითქოს ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას ვაბრალებდეთ, პირიქით არის, თავიდანვე სარჩელი ესე იყო დაყენებული და პირველივე დღეს, როდესაც ამ სარჩელის განხილვა დაიწყო და ეს კითხვა დამისვით მაშინვე განვმარტე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემით მანიპულირებს და ცდილობს საზოგადოება დაზაფროს“, - განაცხადა კახიანმა.