მედია - სლოვაკეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემის გაუქმებას ითვალისწინებს

სლოვაკეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემის გაუქმებას ითვალისწინებს , - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის პარლამენტში დეპუტატებმა კანონს მხარი 79 ხმით 71-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
მიღებული კანონის თანახმად, ქვეყნის გარეთ მყოფი სლოვაკეთის მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას მხოლოდ სლოვაკეთის საელჩოებში შეძლებენ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, კანონის მიზანს „თაღლითობისა და მანიპულაციების პრევენცია“ წარმოადგენს, ხოლო ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონი უცხოეთში მცხოვრებ ათასობით ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას შეუზღუდავს.
კანონს ძალაში შესასვლელად ხელი სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უნდა მოაწეროს. სლოვაკეთის ოპოზიცია კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

























