მედია - ევროკავშირი სირიისგან მოელის, რომ დამასკო ბრიუსელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების სანაცვლოდ, უკან წაიღებს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას - პროცესს კაია კალასი ხელმძღვანელობს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს სურს, რომ სირიამ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გაიწვიოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rapporteur ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ კალასმა საკითხი პირდაპირ არაერთხელ წამოჭრა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასად ალ-შაიბანისთან და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან, მათ შორის ოქტომბრის ვიზიტის დროს.
შემდგომში - შესაძლოა უკვე მომავალ წელს - ევროკავშირის ეცდება მიიღოს მანდატი სირიასთან ისეთი განახლებული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, რომელიც ახალ პოლიტიკურ გარემოებებს გაითვალისწინებს. ამ პროცესის ფარგლებში, ევროკავშირი სირიისგან მოელის, რომ დამასკო ბრიუსელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების სანაცვლოდ, უკან წაიღებს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა შუიცამ, ასევე, ეს საკითხი წამოჭრა გასულ კვირას დამასკოში ვიზიტის დროს.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის თანამშრომლობის აღდგენაზე სამომავლოს მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს უნდა, რომ დამასკომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გაიწვიოს. ასევე, აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ევროკავშირი სირიასთან კავშირების აღდგენის პროცესშია და ამ პროცესს კალასი ხელმძღვანელობს.

























