ნაძალადევში მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ნაძალადევში მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ნაძალადევში ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.