ნიკა გვარამია მოსამართლე რევაზ ნადარაიას - თქვენი ადგილი სასამართლო დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის, სამარცხვინო კაცი ხარ - მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს, შენ რომ ხარ

სასამართლო დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის თქვენი ადგილი, სამარცხვინო კაცი ხარ. ეგეთი მეგრელი ცხოვრებაში არ მინახავს, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე რევაზ ნადარაიას მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მისი დარბაზიდან გაძევების შესახებ გამოაცხადა.
გვარამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ სამარცხვინოა და პასუხს მოსთხოვს.
“ლამის მაგინებთ პროცესზე და კიდევ მე მაძევებთ კაცო? რისთვის მაძევებთ, გამაგებინეთ. თქვენი ადგილი არ არის სასამართლო დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში. სამარცხვინო კაცი ხარ. მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს, შენ რომ ხარ..... მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ მაგაზე.
სირცხვილია, რასაც აკეთებთ“, - თქვა გვარამიამ იქამდე, სანამ დარბაზს დატოვებდა.

























