ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კლინიკიდან გაწერეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის კლინიკიდან გუშინ გაეწერა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

























