„შავ პარასკევს“ „ქონექთში“ X-Power-ის თითოეულ ლიტრზე 40-თეთრიანი ფასდაკლება იმოქმედებს

„შავ პარასკევს“, 27 ნოემბერს, ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ქონექთი“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს - აქციის ფარგლებში, X-Power-ის ხაზის საწვავის შეძენა თითოეულ ლიტრზე 40 თეთრით ნაკლებ ფასად იქნება შესაძლებელი. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პროდუქტზე:
- X-Power Super 98+
- X-Power Premium 95+
- X-Power Euro Diesel
შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია იყოთ Connect Card-ის მფლობელი. თუ ჯერ არ გაქვთ ქონექთის ლოალობის ბარათი, მის აღებას სრულიად უფასოდ ქონექთის ავტოგასამართ სადგურებზე შეძლებთ. კომპანია მძღოლებს ურჩევს, Connect Card წინასწარ, 27 ნოემბრამდე აიღონ ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე, შავ პარასკევს დამატებითი რიგისგან თავის ასარიდებლად.
X-Power „ქონექთის“ პრემიუმ ხარისხის საწვავის ახალი ხაზია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და შექმნილია ავტომობილის ძრავის მაქსიმალური ეფექტურობისთვის. სტაბილური გამოყენებისას, მისი სპეციალური ფორმულა უზრუნველყოფს საწვავის სისტემის სისუფთავეს, იცავს ძრავს ნადების წარმოქმნისგან, ზრდის მის სიმძლავრეს და ხელს უწყობს საწვავის უფრო ეკონომიურ წვას, რაც მგზავრობას ბევრად უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.
კომპანიის ინფორმაციით, 40-თეთრიანი ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ X-Power-ის საწვავზე და არ ჯამდება ქსელში მოქმედ სხვა ფასდაკლებებსა თუ აქციებთან.
გასათვალისწინებელია, რომ შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ „ქონექთის“ იმ შერჩეულ სადგურებზე, სადაც შესაძლებელია Connect Card-ის გამოყენება.
აქციაში ჩართული ავტოგასამართი სადგურების სრული ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
ინფორმაციას „ქონექთი“ ავრცელებს.

























