კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული პირების მიერ სუპერმარკეტში აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლეს

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული პირების მიერ სუპერმარკეტში აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლეს

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული პირების მიერ სუპერმარკეტში აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ კარტახენაში მდებარე სუპერმარკეტი შტურმით აიღეს, რის შემდეგაც, შეიარაღებული პირების მიერ აყვანილი დაახლოებით 20 მძევალი გაათავისუფლეს.

კოლუმბიის პრეზიდენტის აბელარდო დე ლა ესპრიელიას ცნობით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია.

უსაფრთხოების ძალების შენობაში შესვლამდე სუპერმარკეტის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.

კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, შეიარაღებული პირები Exito-ს სუპერმარკეტების ქსელის ფილიალში საინკასაციო ავტომობილის გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეიჭრნენ. უსაფრთხოების ძალების მიერ შენობის აღების სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეიარაღებულმა პირებმა მოლაპარაკებების შედეგად 10 მძევალი გაათავისუფლეს.